Project Description
About Project
კინოკომპანია „დადიანი მაიოროვ ფილმს“ წარმოგიდგენთ კონოპროექტს
“მარიამის პერანგი”.
2019 წლის მაისიდან ჩვენ ვმუშაობთ ისტორიულ-დოკუმენტურ-ექსპერიმენტულ ფილმზე წმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში არსებობის შესახებ.
ეს გახლავთ ფილმი-კვლევა, რომელიც მოიცავს ისტორიულ მასალებს ღვთისმშობლის კვართის პალესტინა-იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში, შემდეგ ხობში, და საბოლოოდ ზუგდიდში დაბრძანების ცალსახა ვერსიის ჩამოყალიბებით. მოგვითხრობს დადიანების სასახლე-მუზეუმის ისტორიას, სადაც სიწმინდე საცავში დალუქული გადაურჩა საბჭოთა ხელისუფლების რბევა-განადგურებას და სადაც ის დღესაც არის დაცული, როგორც ისტორიული ექსპონატი “მარიამის პერანგი”.
ფილმი ახლოს გვაცნობს ქალბატონ ლილი ბერაიას, რომელიც გახლავთ ამ უდიდესი სიწმინდის განგებულებით ,,ამორჩეული” პერსონალური მცველი, მისი ხელმეორედ აღმომჩენი და საიდუმლო “ტაბუ“-დან სახალხო თაყვანისცემისთვის გამომბრძანებელი.
ფილმი დაგვასწრებს ვლაქერნობის ბრწყინვალე დღესასწაულს (როგორც საეკლესიო კალენდარში მოიხსენიება,“პატიოსანი სამოსელის დადების დღე ვლაქერნას“), გვაჩვენებს ამ დღის ალიონზე საცავიდან პატიოსანი სამოსელის გაბორძაბებას, ხალხმრავალ საზეიმო ლიტანიობას მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიიდან ზუგდიდის მშენებარე საკათედრო, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრამდე, მოგვეცემა საშუალება საკურთხევლიდანვე მივუახლოვდეთ უშუალოდ კვართს და თავად დედა ღვთისმშობელს.
ფილმში შედის სიღრმისეული საუბრები მეცნიერ-მკვლევარებთან, ისტორიკოსებთან და რიგ სასულიერო პირებთან კვართის ისტორიასთან და ამ დიდი სიწმინდის დასავლეთ საქართველოში დაბრძანების მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით.
ფილმზე დღეისთვის უკვე ასამდე ადამიანმა იმუშავა. გადაღებები მიმდინარეობდა ზუგდიდში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, სამეგრელოს კანიონებში, იერუსალიმში და თბილისში. სულ ჩატარებულ იქნა 28 გადაღება-დღე, მათ შორის ჩვენ გადავიღეთ ვლაქერნობის დღესასწაულები 2019-ში და 2020-ში. დარჩენილი გვაქვს 2 გადაღება დღე – ვლაქერნობა 2021, და პოსტ წარმოება.
ამ ეტაპამდე ფილმი დაფინანსებულია ამერიკული კერძო ხელოვნების ფონდის (Modern Ancient Brown) გრანტით, რომელიც დაარსებულია თანამედროვე ამერიკელი მხატვრის მაკარტურ ბინიონის მიერ 2019 წელს.
ჩვენი სურვილია, რომ ეს ფილმი წარმოვადგინოთ, როგორც არა მხოლოდ ამერიკული პროდუქცია, არამედ აგრეთვე, როგორც ქართული წარმოების შედეგი, და ამიტომ ვეძებთ საზოგადო მხარდაჭერას და თანადაფინანსებას საქართველოში.